მოითხოვე ზარი პროექტის გაყიდვების
მმართველი კომპანია

მედია

ლისის ტბასთან 24 ოჯახზე გათვლილი ორიენტირი ლისი ვითარდება

ლისის ტბასთან 24 ოჯახზე გათვლილი ორიენტირი ლისი ვითარდება

ორიენტირი ლისი მხოლოდ 24 ოჯახზე გათვლილი კერძო უბანია, სადაც მიწის ნაკვეთების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. პროექტი მობინადრეებს სთავაზობს სრულად გამართულ კომუნიკაციებსა და კეთილმოწყობილ გარემოს. ჩაბარების პირობები მოიცავს: შემოღობილ მიწის ნაკვეთს ჭიშკრით, ასევე ნაკვეთამდე მიყვანილ ყველა აუცილებელ კომუნიკაციას — განათებულ ქუჩებს, გაზს, ელექტროენერგიას, წყალს, კანალიზაციას, ინტერნეტს, სანიაღვრე სისტემას, ასფალტირებულ გზასა და საფეხმავლო ბილიკს.

 

ორიენტირი ლისის პროექტში მიწის ნაკვეთების შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე არარეზიდენტებს. ნაკვეთების მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-ია. შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ასევე შიდა განვადებით ან თიბისი ბანკის იპოთეკური სესხის გამოყენებით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთებია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სახლის მშენებლობის ხარჯებს.  

პროექტი განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა და ცენტრალური, ლეო კვაჭაძის ქუჩიდან სულ რაღაც 500 მეტრში, ლისის ეკოსისტემაში მდებარეობს.

 

პროექტს ახორციელებს GRG Development — კომპანია, რომელიც GRGROUP-ის მიერ არის დაფუძნებული. GRGROUP 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და საქართველოს მასშტაბით არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ასფალტ-ბეტონის საწარმოებსა და სპეციალიზებულ ტექნიკას, რაც პროექტის ხარისხისა და სანდოობის დამატებითი გარანტიაა.

GRG Development-სა და საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) შორის გაფორმებული ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ოქტომბრიდან პროექტის გაყიდვებსა და კომერციულ მიმართულებას სწორედ GREA ხელმძღვანელობს.
 

სხვა სიახლეები