ორიენტირი ლისის პროექტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო!
ტერიტორიაზე მოსწორდა რელიეფი. ადგილზე უკვე მიტანილია წყლის, კანალიზაციის მილები და ჭები. უახლოეს დღეებში დაიწყება წყლისა და კანალიზაციის ქსელის მონტაჟი, ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტს ახორციელებს სამშენებლო კომპანია GRG, რომელიც აქტიურად მართავს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს მასშტაბით.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2026 წლის მაისში სრულდება.
ორიენტირი ლისი ბუტიკური ტიპის კერძო სახლებზე გათვლილი უბანია ლისის ტბის ნაპირთან, სადაც მხოლოდ 24 ოჯახი იცხოვრებს. პროექტში შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ 1000 კვ.მ - დან მიწის ნაკვეთები.